ახალი ამბები

ილონ მასკი უარყოფს, რომ კადიროვს ელექტრომობილი აჩუქა

19 აგვისტო, 2024 •
ილონ მასკი უარყოფს, რომ კადიროვს ელექტრომობილი აჩუქა

ილონ მასკი უარყოფს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა მას ელექტრომობილი Cybertruck აჩუქა.

მასკმა კადიროვს “რუსი გენერალი” უწოდა.

კადიროვმა 16 აგვისტოს ტელეგრამ არხზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება გროზნოში ელექტრომობილით, რომელსაც სახურავზე ტყვიამფრქვევი აქვს დამონტაჟებული.

კადიროვის თანახმად,  ელექტრომობილი “პატივცემული ილონ მასკისგან” მიიღო. კადიროვის განცხადებით,  მანქანის გაგზავნას უკრაინაში აპირებს საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი