რუსმა ჯარისკაცებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც სარზე შესმული უკრაინელი ჯარისკაცის მოჭრილი თავი ჩანს. უკრაინული წყაროების ცნობით, ეს ამბავი რუსეთის ბელგოროდის ოლქში მოხდა, სადაც 12 აგვისტოს უკრაინელთა მცირე ჯგუფის შეჭრის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
უკრაინსკაია პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომელიც სავარაუდოდ რუსი ჯარისკაცების საუბრის ჩანაწერებს ეფუძნება, იუწყება, რომ რუსებმა კოლოტილოვკას საგუშაგო პუნქტთან სულ 4 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს და ოთხივე მათგანისთვის თავის მოკვეთა უბრძანეს ჯარისკაცებს.
უკრაინის სახალხო დამცველმა გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გაეროსა და წითელ ჯვარს მიმართა საერთაშორისო ჰუმანიტარული წესების დარღვევის გამოსაძიებლად.