ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა. ლუკაშენკოს მიერ შესაბამის აქტზე ხელმოწერას ადასტურებს ბელარუსის სამთავრობო სააგენტო „ბელტა“.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად ვინ გაათავისუფლა ლუკაშენკოს რეჟიმმა. „ბელტა“ აღნიშნავს, რომ მათგან 16 კაცია, 14 კი- ქალი. ზოგს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. გათავისუფლებულთა შორის არიან საპენსიო ასაკის პირებიც.
„ბელტა“ წერს, რომ პატიმრები სასჯელს „საპროტესტო მიმართულების დანაშაულებისთვის“ იხდიდნენ. დამოუკიდებელი ბელარუსული მედია მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს.