ახალი ამბები

„ვსწავლობთ ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას“ – სახალხო დამცველი

13 აგვისტო, 2024 •
„ვსწავლობთ ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას“ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მომხდარს სწავლობს.

ომბუდსმენი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ „ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და მხარდაჭერის გამოწვევები“.

„არსებული სოციალური სისტემა, მიზნობრივი ცენტრალური/მუნიციპალური პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ყველა ქმედითი ნაბიჯი სიღარიბეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გასაუმჯობესებლად.

აპარატის ცნობით, ამჟამად სწავლობენ მომხდარს და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი