ახალი ამბები

ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ

11 აგვისტო, 2024 •
ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ

ნიკა მელიას, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, სამტრედიაში თავს დაესხნენ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ნიკა მელია კოალიციის რეგიონული ოფისის გახსნისას მედიას კომენტარს აძლევდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ნიკა მელიასთან მიიჭრა და თავში მუშტი დაარტყა, რასაც გინება და ხმაური მოჰყვა.

მომხდარის ამსახველ ვიდეოს TV Pirveli ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი