მწვერვალ შხელდაზე ერთ მთამსვლელს, სავარაუდოდ, მეხის დაეცა. სამი მთამსვლელი მესტიის მუნიციპალიტეტში უვნებლად გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს“, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სწორედ ამ მთამსვლელების ინფორმაციაა, რომ კიდევ ერთ პირს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა და ამის შემდეგ მოითხოვეს მაშველების დახმარება.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება შხელდაზე მყოფი ერთი პირის საპოვნელად.
შხელდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე მდებარეობს, იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აქვს ხუთი მწვერვალი: აღმოსავლეთის – 4322მ, ცენტრალური – 4310მ, დასავლეთის მე-3 – 4280, დასავლეთის მე-2 – 4300მ, დასავლეთის – 4129მ. მის ჩრდილოეთ ფერდობზე დაშვებულია მყინვარი შხელდა.