ახალი ამბები

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

25 ნოემბერი, 2015 •
საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის შემდეგ დადგინდა, რომ სასწავლო წელი რეკომენდირებულ ხანგრძლივობაზე მოკლე იყო და ამიტომ შემცირდა არდადეგებისათვის გამოყოფილი დღეების რაოდენობა.

 

“რეკომენდაციის მიხედვით ის უნდა იყოს 36 კვირა, ან მეტი. სწორედ იმიტომ, რომ სასწავლო წელი გაზრდილიყო, მოხდა ცვლილებები არდადეგების ხარჯზე,” – განაცხადეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

კერძო და უმაღლესი სასწავლებლები არდადეგების დაწყების დროსა და ხანგრძლივობას დამოუკიდებლად განსაზღვრავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი