ახალი ამბები

სუს-ის ცნობით, “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ქართული ვებგვერდები აიკრძალა

25 ნოემბერი, 2015 • • 1413
სუს-ის ცნობით, “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ქართული ვებგვერდები აიკრძალა

მომხმარებლებისთვის მიუწვდომელია ვებგვერდი, სადაც გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც მათი სახელით საქართველოს ემუქრებიან.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ 16 ნოემბერს მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ  ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ქართული ვებგვერდების შექმნის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს. იზორიას თქმით, ისინი მიმართავენ სასამართლოს, რომ აირკძალოს ეს საიტები.

 

”ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, მიმართა თუ არა სასამართლოს სუს-მა ამ შუამდგომლობით, უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში ასე უპასუხეს:
 
 
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, თუმცა იმავე ინტერვიუში ლევან იზორიამ განმარტა, რომ ამ პროცედურისთვის დრო იყო საჭირო”.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე გამოძიება დაიწყო წალკის რაიონის სოფელ კოხტას იმამის, მურმან პაიჭაძის სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადების ფაქტზე.

 

გამოძიება ჯერ კიდევ იანვრის თვიდან მიმდინარეობს თამაზ ჭაღალიძის წინააღმდგაც, რომელმაც ფეისბუკით არაერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი