ახალი ამბები

“დაეშელებს” – მიშელ ჰაზანავიკუსი

25 ნოემბერი, 2015 • • 6964
“დაეშელებს” – მიშელ ჰაზანავიკუსი
გაღიზიანება, რომელიც, იმედი მაქვს, ცრუ დამნაშავეთა სახელდებაში არ დაგვახელოვნებს.
 
მაშინაც კი, თუ თითოეული სიკვდილი თქვენთვის ეჭვგარეშე წარმატებაა, უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვებისთვის მზად არ ხართ. სიმართლე გითხრათ, ეს შეუძლებელიც კია. რადგან რაც არ უნდა გააკეთოთ, ჩვენ მაინც ვერ შეგვცვლით.
 
აქ საფრანგეთში, ის, რაც ნამდვილად გვიყვარს – ცხოვრებაა, მისი თანმხლები ყველა სიამოვნებითურთ. დაბადებასა და რაც შეიძლება გვიან სიკვდილს შორის ყოფის არსი ჩვენთვის ისაა, რომ ვიჟიმაოთ, ვიცინოთ, ვჭამოთ, ვითამაშოთ, ვიჟიმაოთ, დავლიოთ, ვიკითხოთ, წავუძინოთ, ვიჟიმაოთ, ვისაუბროთ, ვჭამოთ, ვიდაოთ, ვხატოთ, ვიჟიმაოთ, ვისეირნოთ, ბაღი მოვაშენოთ, ვიკითხოთ, ვიჟიმაოთ, ვაჩუქოთ, ვიკამათოთ, ვიძინოთ, ფილმებს ვუყუროთ, ყვერები ვიფხანოთ, ვაკუოთ მეგობრების გასამხიარულებლად, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ვიჟიმაოთ და სადმე ერთი მხიარულადაც ჩამოვკრათ და დავანძრიოთ. ჩვენ სიამოვნების ქვეყანა ვართ, უფრო ტკბობის, ვიდრე მორალის.  არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს აქ მონიკა ლევინსკის მოედანიც გვქონდეს, და ამაზე გავიცინებთ. ის აქ არავის გაუკიცხავს.
 
ჰოდა, ჟიმაობისას, მართალია, რომ ჩვენ აქ საფრანგეთში ისეთ რამეებს ვაკეთებთ, რაზეც თქვენ ჭირვეულობთ. ჩვენ ქალის სასქესო ორგანოს ლოკვა გვიყვარს. ყველას ნამდვილად არა, მაგრამ ბევრ ჩვენგანს კი. დუნდულებისაც და და ტრაკისაც. აქაც კვლავ, უკლებლივ ყველას არა, მაგრამ ბევრს. ქალებს კიდევ ფელაციოს გაკეთება უყვართ ძალიან. ამას ჩვენ აქ მინეტს ვეძახით. ძალიან სასიამოვნო რამეა. რა თქმა უნდა, ესეც ყველა გოგოს არ უყვარს, და არავის ვაძალებთ, მაგრამ ეს კეთდება. თან რეგულარულად და დიდი სიამოვნებითაც. არიან ბიჭებიც, რომელთაც ამის გაკეთება მოსწონთ. ფელაციოს უკეთებენ ერთმანეთს, ლოკავენ ან პენეტრირებენ. გოგოებიც აკეთებენ იმავეს. პრინციპში, ჩვენ გვიყვარს ერთი რამ – ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. ვცდილობთ სხვები არ შევაწუხოთ. ეს მთავარია. მაგრამ მაინცდამაინც არ გვიყვარს, როცა ხმამაღლა გვეუბნებიან, რა უნდა ვაკეთოთ და რა არა. ამას თავისუფლება ჰქვია. კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა იმიტომ, რომ გულის სიღრმეში, სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენში არ მოგწონთ. არც ფრანგებშია საქმე, არც კარიკატურისტებში, არც ებრაელებში, არც კაფეების კლიენტებში და არც როკისა თუ ფეხბურთის მოყვარულებში, საქმე თავისუფლებაშია.
 
მეორე ისაა, რომ ასეთი ბრმა, უმისამართო მკვლელობებით, რომელთა მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობრივი შედეგია, თქვენ რისკავთ მოკლათ ფრანგები, რომელნიც სულ უფრო და უფრო მეტად წარმოადგენენ საფრანგეთს. მხოლოდ ებრაელების ან მხოლოდ ანიმატორებს დახოცვით, არაებრაელებს, რომელთაც ხატვა არ იციან, ჯერ კიდევ შეეძლოთ გაემართლებინეთ, ან თავი ამ ომში უცხოდ ეგრძნოთ, მაგრამ ახლა – ეს სულ უფრო და უფრო ძნელი გახდება.
 
იმიტომ, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობით ნიმუშზე ხელის აღებით თქვენ იმას შეეხებით, ვინც სინამდვილეში ვართ. და ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში? სწორედ ის, რაც ამ ქვეყანაში ასე ლამაზია – ჩვენ უამრავი სხვადასხვა ვინმე ვართ. რა თქმა უნდა, არსებობენ ფრანგზე-ფრანგი ფრანგები. მაგრამ აქვე არიან იტალიელი ფრანგები, ესპანელი ფრანგები, არაბი ფრანგები, პოლონელი ფრანგები, ჩინელი ფრანგები, რუანდელი ფრანგები, სენეგალელი ფრანგები, ალჟირელი ფრანგები, ბერბერები, უკრაინელები, ქართველები, ამერიკელები, ბელგიელები, პორტუგალიელები, ტუნიზიელები, მაროკოელები, ჩეჩნები, კოტ დივუარელები, მალელები, სირიელები, კათოლიკე ფრანგები, ფრანგი ებრაელები, ფრანგი მუსლიმები, ფრანგი ტაოისტები, ბუდისტი ფრანგები, ათეისტი ფრანგები, აგნოსტიკი ფრანგები, ანტიკლერიკი ფრანგები, მემარცხენე ფრანგები და მემარჯვენე ფრანგები, ცენტრისტი ფრანგები, აბსტენციონისტი ფრანგები, რადიკალი მემარცხენე ფრანგები, რადიკალი მემარჯვენეები, ჯიჰადისტი ფრანგებიც ნამდვილად იარსებებენ და, ალბათ, მომავალი ტერორისტი ფრანგებიც- რომელნიც შემთხვევით შეიძლება მოკლათ. არიან მდიდარი ფრანგები, ღარიბი ფრანგები, სიმპათიური ფრანგები, დაქლიავებული ფრანგები, შეყვარებული ფრანგები, ეგოისტი ფრანგები, მიზანთროპი ფრანგები.
 
ეს სია თითქმის უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელდეს, ამ ჯგუფების და ქვეჯგუფების ყველა შესაძლო კომბინაციით. არაფრანგი ფრანგებიც კი არსებობენ. რადგან საფრანგეთი ასეთი ლამაზია, მუდმივად და უწყვეტად გვყავს ტურისტები, როგორც მოსახლეობის ნაწილი. არალეგალურ ემიგრანტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელნიც შესაძლოა ოფიციალურად ფრანგები არ არიან, მაგრამ, ასე თუ ისე, აქ ცხოვრობენ. ასე რომ, თქვენ შეიძლება ისინიც მოკლათ, როგორც ყველა სხვა.
 
ამას თანასწორობა ჰქვია. სიკვდილზე წამსვლელებმა ვინც არ უნდა ამოიღოთ სამიზნეში, თქვენ ჩვენ ყველას გვეხებით. და ჩვენ გვესმის, რას ებრძვით სინამდვილეში. ჩვენს ღირებულებებს. მარტივია. ფასეულობებს, რომელნიც აქ ცხოვრებას ისეთად აქცევს, როგორიც არის. უდავოდ არასრულყოფილი, მართალია, თავისი წილი უსამართლობით, მაგრამ მაინც ამ ღირებულებების წყალობით ვცხოვრობთ ჩვენ აქ, იმდენად ღირსეულად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ქვეყანაში, რომელშიც ჩვენს მამებს, მამის მამებსა და მათ მამებს აურჩევიათ ცხოვრება და რომლისთვისაც ბევრ მათგანს უბრძოლია.
 
და რა მოხდება, იცით? დღეს თუ ხვალ, თქვენი დამსახურებით, სოლიდარულები გავხდებით. გავაცნობიერებთ, რომ ეს ღირებულებები საფრთხის ქვეშაა. და ჩვენ უფრო ძლიერად შევიყვარებთ მათ, მეტი გამალებით ვაცოცხლებთ. ერთად. და ამას ძმობა ჰქვია.
 
აი, რატომ ვერ გაიმარჯვებთ თქვენ. დიახ, თქვენ დახოცავთ. მაგრამ ისტორიის თვალში მხოლოდ და მხოლოდ ერთი სნეული იდეოლოგიის საზიზღარ სიმპტომად დარჩებით, მეტი არაფერი.
 
რა თქმა უნდა, ვერც ჩვენ გავიმარჯვებთ. ხალხი დაიხოცება არაფრის გულისთვის. სხვები კი გადაწყვეტენ, თქვენი თავიდან მოცილებისთვის ლე პენებს, ასადებსა და პუტინებს მიემხრონ, და ჩვენ შესაძლოა ორმაგად დავმარცხდეთ.
მაგრამ თქვენ ვერ გაიმარჯვებთ.
 
და ი,ს ვინც დავრჩებით, გავაგრძელებთ ჟიმაობას, სმას, ერთად სადილობას, მათ მოგონებას, ვინც დაიღუპა, და ისევ ჟიმაობას“.
 
 
ტექსტი გამოქვეყნდა მიშელ ჰაზანავიკუსის ფეისბუქ გვერდზე.

ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი მიშელ ჰაზანავიკუსი; EPA
ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი მიშელ ჰაზანავიკუსი; EPA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი