ახალი ამბები

სტოლტენბერგი: ვდგავართ თურქეთის გვერდით და მოვუწოდებთ მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ

24 ნოემბერი, 2015 • • 1161
სტოლტენბერგი: ვდგავართ თურქეთის გვერდით და  მოვუწოდებთ მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ

სტოლტენბერგის თქმით, ნატომ ინფორმაცია მიიღო თურქეთის ხელისუფლებისგან, ასევე, სხვა პარტნიორებისგან, რომლებმაც დაადასტურეს თურქეთის მიერ გავრცელებული ცნობა. საუბარია იმის შესახებ, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია თურქეთის ავიასივრცე.

«ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით, მხარს ვუჭერთ მის ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ მხარეებს, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა. ჩვენ ველოდებით სიტუაციის განმუხტვას და მივესლამებით შემდეგ კონტაქტებს მოსკოვსა და ანკარას შორის», – განაცხადა სტოლტენბერგმა.

«თურქეთს აქვს უფლება, დაიცვას თავი», – ასე გამოეხმაურა აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ზურგში მიაყენეს დარტყმა ტერორისტების თანამზრახველებმა, რადგან მოსკოვის ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც თურქეთმა ჩამოაგდო, სირიაში მიფრინავდა ავიადარტყმებისთვის ტერორისტების წინააღმდეგ.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

მასალების გადაბეჭდვის წესი