ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმმა და მოსკოვმა ჯანდაცვის სფეროში შეთანხმებები გააფორმეს

24 ნოემბერი, 2015 •
სოხუმმა და მოსკოვმა ჯანდაცვის სფეროში შეთანხმებები გააფორმეს

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, დმიტრი კოსტენიკოვის განცხადებით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა აფხაზეთს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში დაეხმაროს. 

 

“ჩვენ კარგად გვესმის სირთულეები, რომელსაც თქვენ აწყდებით. მეთოდური და ფაქტიური დახმარების გარდა, ჩვენ მზად ვართ ასევე ჩვენი კანონმდებლობა დავუახლოვოთ ერთმანეთს, რამდენადაც სწორედ საკანონმდებლო საფუძველი ქმნის ჩვენი მოქალაქეების ხარისხიანი სამედიცინო უზრუნველყოფის ნიადაგს”. 

 

“ჯანდაცვის საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კარგად ხედავთ, ომის შემდეგ რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდით. ბლოკადის მრავალი წელი, არანაირი განვითარება. ომმა ინფრასტრუქტურაც გაანადგურა და ადამიანებიც დავკარგეთ”, – განაცხადა აფხზეთის ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

მასალების გადაბეჭდვის წესი