დღეს, 23 ნოემბერს, ვებგვერდზე ”ხალიფატი – ისლამური სახელმწიფო” გავრცელდა ვიდეომიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი, სადაც ემუქრებიან ”ურწმუნოებს”, რომლებიც არ არიან ისლამის მიმდევრები.
ვიდეოში, რომელსაც რუსული სუბტიტრებიც თან ახლავს, ჩანს ოთხი კაცი, რომელთაგან ორი საუბრობს. ვიდეომიმართვა ქართულ ენაზეა ჩაწერილი. ისინი მიმართავენ ქრისტიანებს, რომ მიიღონ ისლამი. ხოლო ისინი, ვინც ებრძვიან ისლამს, ღმერთის კანონით დაისჯებიან.
”დადგება სულ მალე ღმერთის წყალობით თქვენი თავების დაჭრის დროც”, – ამბობს ის.
მეორე ადამიანი ამბობს, რომ საქართველოს მუსლიმთა ლიდერები გზას უბნევენ მუსლიმ თემს და ჭეშმარიტებად აცნობენ მცდარს და მცდარს-ჭეშმარიტებად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ 16 ნოემბერს მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ქართული ვებგვერდების შექმნის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს. იზორიას თქმით, ისინი მიმართავენ სასამართლოს, რომ აირკძალოს ეს საიტები.
ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო წალკის რაიონის სოფელ კოხტას იმამის, მურმან პაიჭაძის სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადების ფაქტზე.
გამოძიება ჯერ კიდევ იანვრის თვიდან მიმდინარეობს თამაზ ჭაღალიძის წინააღმდგაც, რომელმაც ფეისბუკით არაერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა.