უწყების ცნობით, ვიზიტის დროს ერენრეიხმა მთიანი ყარაბაღის ტურისტულ პერსპექტივებზე სტატია “მოგზაურობა ქვეყანაში, რომელიც ოფიციალურად არ არსებობს” დაწერა, რომელიც 19 ნოემბერს გამოქვეყნდა.
“აზერბაიჯანის მხარე გერმანელი ჟურნალისტის ყარაბაღში ვიზიტს უკანონდ მიიჩნევს, მის სტატიას კი, ცრუს და შეკვეთილს”,- განაცხადა ჰიკმეტ გაჯიევმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-მდივანმა.
“ამ ჟურნალისტის სახელი შეტანილი იქნება არასასურველ პირთა სიაში. აზერბაიჯანის საელჩო გერმანიაში Die Welt-ის რედაქციას მიაწვდის ინფორმაციას საკუთარი უკმაყოფილების შესახებ”, – განაცხადა საგარეოს წარმომადგენელმა. მისივე თქმით, “აზერბაიჯანი ასევე დაინტერესდება ტურისტული კომპანია “Gebeko”-ს საქმიანობით, რომელიც ორგანიზაციას უწევს აზერბაჯანის ოკუპირებულ მიწებზე უკანონო მოგზაურობას”.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |