„ირანმა გვაცნობა, რომ ისრაელზე შეტევას გეგმავს“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
ისრაელის პირველ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა სახის თავდასხმაზეა საუბარი და როდის მოხდება.
„იერუსალიმ პოსტის“ ცნობით, ისრაელს ეს ინფორმაცია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მიაწოდა. თავად სიიარტომ კი შეტევის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი ბაგერიმ აცნობა.
შეტევა, რომელზეც საუბარი მიდის, „ჰამასის“ პოლიტბიუროს, ისმაილ ჰანიaს თეირანში მკვლელობაზე უნდა იყოს პასუხი. ისრაელს ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა, მაგრამ მიიჩნევა, რომ სწორედ ის დგას ჰანიaს მკვლელობის უკან, აღნიშნავს „იერუსალიმ პოსტი“.
გარეკანის ფოტოზე: ისრაელ კაცი / EPA