ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის პროკურატურამ რამდენიმე საინფორმაციო ვებ-გვერდი გააფრთხილა

23 ნოემბერი, 2015 •
აზერბაიჯანის პროკურატურამ რამდენიმე საინფორმაციო ვებ-გვერდი გააფრთხილა

განცხადებაში ნათქვამია, რომ Mia.az, Cumhuriyyət, Gündəminfo, Qaynarinfo, Strateq.az, Criminal.az და სხვა ვებ-გვერდების მთავარი რედაქტორები პროკურატურაში დაკითხვაზე გამოიძახეს. 

 

ვებ-გვერდების რედაქტორებისგან მოითხოვეს “მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების შესახებ” კანონის დაცვა და ცრუ, მიკერძოებული და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმა.

 

“იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საიტები მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას გააგრძელებენ, მათ მიმართ უფრო მკაცრი ზომები იქნება მიღებული”, – წერია განცადებაში. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  



მასალების გადაბეჭდვის წესი