ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი ОДКБ-ს წვრთნებში ”კობალტ-2024″ მონაწილეობას არ მიიღებს

6 აგვისტო, 2024 •
სომხეთი ОДКБ-ს წვრთნებში ”კობალტ-2024″ მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის რესპუბლიკა არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წვრთნებში “კობალტ-2024”, რომელიც 14-16 აგვისტოს ნოვოსიბირსკში გაიმართება რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ინფორმაციას “TASS” რუსეთის გვარდიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“2024 წლის 14 აგვისტოსნოვოსიბირსკის რეგიონში, დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობით გაიმართება სპეციალური წვრთნების საზეიმო გახსნა სამეთაურო-საკონტროლო ორგანოებთან და სპეციალური დანიშნულების  კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების ფორმირებების ОДКБ-ს “კობალტ-2024″-ის ფარგლებში. წვრთნები 16 აგვისტოს დასრულდება”, – წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის შესაბამისი სამინისტროებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები.

სომხეთი ОДКБ-ს მომავალ სამხედრო წვრთნებში მონაწილე ქვეყნებს შორის არ არის დასახელებული.


ბოლო დროის მანძილზე სომხეთი არ იღებს მონაწილეობას ОДКБ-ს ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, მათ შორის სამხედრო წვრთნებში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის თებერვალში განაცხადა, რომ სომხეთმა პრაქტიკულად გაყინა მონაწილეობა ОДКБ-ში. მან აღნიშნა, რომ ОДКБ-მ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები სომხეთის წინაშე, რასაც შედეგი მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი