ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, თბილისის მხარდაჭერაზე უარი თქვას

20 ნოემბერი, 2015 • • 1168
ცხინვალი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, თბილისის მხარდაჭერაზე უარი თქვას

“ევროკავშირმა ისევ გამოუცხადა საქართველოს თავისი მტკიცე მხარდაჭერა  ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე კვლავ შეშფოთება გამოთქვა. ევროკავშირის წარმომადგენლები რეგულარულად გამოხატავენ თავიანთ სოლიდარობას თბილისის მიმართ და საქართველოს უსაფუძვლო პრეტენზიებზე გამუდმებით თვალს ხუჭავენ”- აცხადებს სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება. 

 

განცხადებაშივე წერია, რომ “ევროკავშირის პოზიცია სრულიად მოსალოდნელი იყო და სამხრეთ ოსეთში ეს არავის უკვირს. ქართველი პოლიტიკოსები და დიპლომატები შესაშური შემართებით აგრძელებენ ევროკავშირის დეზინფორმაციას. რაც შეეხება რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებას, ეს ლოგიკური გაგრძელებაა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებში 2008 წლის შემდეგ. აღნიშნული შეთანხმება რეგიონული უსაფრთხოების გარანტიაცაა”. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი