ახალი ამბები

შსს-მ „პროკრედიტ ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

20 ნოემბერი, 2015 • • 1037
შსს-მ „პროკრედიტ ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2015 წლის 12 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე, „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარამდე თანხა გაიტაცა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, აცხადებს პოლიცია, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი