ახალი ამბები

პრემიერი: მინისტრების ხელფასები 5 ათასი ლარია და ყველაფერი ეს არის საჯარო

19 ნოემბერი, 2015 •
პრემიერი: მინისტრების ხელფასები 5 ათასი ლარია და ყველაფერი ეს არის საჯარო

ორი დღეა მედიაში გავრცელებული არის ინფორმაცია, თითქოს დამატებითი პრემიები გაიცა სამინისტროებში, ხელფასები და დანამატები. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და შეცდომაში შეიყვანონ. არის განცდა ისეთი, თითქოს მინისტრები იღებენ ან მაღალი თანამდებობის პირები იღებენ პრემიებს. არც ერთი მინისტრი არ იღებს პრემიას. მინისტრების ხელფასი არის 5 ათასი ლარი და ყველაფერი ეს არის საჯარო და არაფერი ამაში დაფარული არ არის. რატომ არ ხდება ამ ინფორმაციის გამოთხოვა მედიასაშუალებების მხრიდან, თუ არის ამ ინფორმაციის მოთხოვნის არსებობა და აუცილებლობა. ნებისმიერი ინფორმაცია, გთხოვთ, რომ  მისცეთ და გასცეთ. ერთ-ერთი უტიფარი პოლიტიკოსი იჯდა ტელეეთერში და ამბობდა, რომ პოლიციელებს ჩვენმა მთავრობამ არ გაუზარდა ხელფასები. 106 მილიონით არის გაზრდილი ხელფასები და მათი სოციალური პირობების მდგომარეობა”, – პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრ ნოდარ ხადურს უთხრა.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმღვანელის ლაშა თორდიას შეფასებით, საჯარო დაწესებულებების ნაწილში პრემიების გაცემის წესის შეზღუდვის შემდეგ ეს პრაქტიკა სახელფასო დანამატების გაცემამ ჩაანაცვლა. მისი თქმით, ხელფასი – ფულადი ფორმით პრემია შემცირდა 31 მილიონით, ხოლო ხელფასი – ფულადი ფორმით დანამატი გაიზარდა 45 მილიონით.

 ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიუ იორკი, აშშ, 01 ოქტომბერი, 2015. ©EPA/JASON SZENES
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიუ იორკი, აშშ, 01 ოქტომბერი, 2015. ©EPA/JASON SZENES

მასალების გადაბეჭდვის წესი