ახალი ამბები

იზორიას თქმით, სოფელ კოხტას იმამის სახელით გავრცელებულ მუქარაზე გამოძიება დაიწყო

17 ნოემბერი, 2015 • • 1317
იზორიას თქმით, სოფელ კოხტას იმამის სახელით გავრცელებულ მუქარაზე გამოძიება დაიწყო

 

“საქართველოს მომავალზე რომ არ ფიქრობდით და ყალბ ისტორიაზე ილუზიებს აგებდით, მაშ დაელოდეთ პასუხს მუსლიმებისაგან, რომელიც ძალზე მკაცრი იქნება. ეს პროცესი შეუქცევადია და ალლაჰის ნებით მოვალთ საქართველოშიც და დამყარდება სამყაროს გამჩენისა და ბატონ-პატრონი უზენაესი ალლაჰის კანონები”, – ნათქვამია იმამის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

 

იზორიამ “მაესტროს ფაქტორში” ასევე განაცადა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ იანვრის თვიდან მიმდინარეობს თამაზ ჭაღალიძის წინააღმდგაც, რომელმაც ფეისბუკით არაერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ნეტგაზეთმა სუს-ს ჰკითხა, თუ რა ეტაპზეა ამჟამად ჭაღალიძის საქმის გამოძიება, მოხდა თუ არა მისთვის ბრალის ფორმულირება. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მოიძიებენ და მოგვიანებით მოგვაწვდიან.


“მაესტროს ფაქტორის” კითხვას, რა სახის საფრთხეს შეიცავს ზემოხსენებული ორი მუქარა საქართველოსთვის ტერორიზმთან დაკავშირებით, იზორიამ ასე უპასუხა:


“ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს სერიოზული რეაგირებისთვის, თუმცა არა პანიკისთვის. ბუნებრივია, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. როგორც კი საჯაროდ აიტვირთა მსგავსი სახი მუქარები და განცხდებები აღნიშნული პირების მხრიდან, გამოძიება დაიწყო- ჭაღალიძის მიმართ ჯერ კიდევ ამა წლის 12 იანვარს, ხოლო პაიჭაძის მიმართ- ამ დღეებში. ამ წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გარკვეულ აქტიურობას ჰქონდა ადგილი… ლაპარაკია ბორჩაშვილის და მისი თანამზრახველების დაკავებაზე ამა წლის ივნისში. აქ ლაპარაკია პირთა, მათ შორის არასრულწლოვან და ახალგაზრდა ადამიანების რეკრუტირებაზე “ისლამური საახელმწიფოს” სასარგებლოდ. ასე რომ, ამ მიმართლებით მთელი რიგი აქტიურობები იქნა განხორციელებული არაბმხოლოდ სისხლის სამართლებრივი რეაგირების თვალსაზრისით, მათ შორის პრევენციის თვალსაზრისითაც”, – განაცხადა იზორიამ.


ლევან იზორია
ლევან იზორია

მასალების გადაბეჭდვის წესი