ახალი ამბები

ილია II, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა გამარჯვებულები ტოლერანტობის ნომინაციაში

16 ნოემბერი, 2015 •
ილია II, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა გამარჯვებულები ტოლერანტობის ნომინაციაში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ტოლერანტობის ნომინაციაში გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:  


ნომინაციაში – ტოლერანტი პოლიტიკოსი გაიმარჯვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს იძულებით გადააგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. 

 

ნომინაციაში – ტოლერანტი რელიგიური ლიდერი გამარჯვებულები გახდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი რახამინ მურდუხაშვილი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი  იასინ ალიევი.

 

ნომინაციაში ტოლერანტი უცხოელი დიპლომატი გაიმარჯვეს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა, ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ელიტა გაველემ.

 

ნომინაციაში ტოლერანტი თბილისელი გაიმარჯვა ჟურნალისტმა ჯამლეთ ხუხაშვილმა.

 

ზაზა ვაშაყმაძე და ჯამლეთ ხუხაშვილი
ზაზა ვაშაყმაძე და ჯამლეთ ხუხაშვილი


ნომინაციაში ტოლერანტი მეცნიერი გაიმარჯვეს ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა, თეოლოგმა ზურაბ კიკნაძემ, თეოლოგმა ლევან აბაშიძემ.

 

ნომინაციაში ტოლერანტი ხელოვანი გაიმარჯვა სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა, ტოლერანტობის კომპოზიციის ავტორმა, ირინა ორაგველიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი