ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ პენსიის 50 ლარით გაზრდის მოთხოვნით ხელმოწერების კამპანია დაიწყო

16 ნოემბერი, 2015 •
ნაციონალურმა მოძრაობამ პენსიის 50 ლარით გაზრდის მოთხოვნით ხელმოწერების კამპანია დაიწყო

ამის შესახებ ბრიფინგი დღეს ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გამართა.

 

დავით ბაქრაძის განცხადებით, მათი გაანგარიშებით, 50 ლარით პენსიის მატება სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში 420 მილიონი ლარი დაუჯდება. მისივე თქმით, 2016 წლის ბიუჯეტით მთავრობის შენახვის ხარჯები 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი და ეს სწორედ ის თანხაა, რომელიც პენსიონრებს უნდა მოხმარდეს. 

 

“ჩვენ დღეს ვიწყებთ კამპანიას, ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ პენსიონერს, შემოუერთდეს ამ კამპანიას, შემოუერთდეს პეტიციას,”– განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 

ბოლოს საქართველოში ასაკობრივი პენსია 2015 წლის სექტემბერში 10 ლარით გაიზარდა და 160 ლარი გახდა


ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილიც ასევე აცხადებს, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია საიმისოდ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს: 2012 წელს ბიუროკრატიამ 1,202 მლრდ ლარი აიღო, 2016 წელს ეს რიცხვი 1,658 მლრდ ლარი იქნება. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ 700,000 პენსიონერისთვის  1 წლით პენსიის 50 ლარით გაზრდა კი 420 მლნ ლარი გამოდის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი