ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

G20 – ის სამიტს თურქეთში ილჰამ ალიევიც ესწრება

15 ნოემბერი, 2015 •
G20 – ის სამიტს თურქეთში ილჰამ ალიევიც ესწრება

ილჰამ ალიევი, როგორც გამოცემა წერს, სამიტის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებს შეხვდება და ყარაბაღის საკითხს მკაცრად დააყენებს. 

 

G20-ის სამიტამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ მინსკის ჯგუფის საქმიანობა კრიზისის დასრულებას ჯერ ვერ ახერხებს. 

 

მსოფლიო ლიდერების სამიტის დიდი ნაწილი პარიზში 13 ნოემბრის თავდასხმების თემას მიეძღვნება. 

 

როგორც bbc წერს, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობას ერთიანობისკენ და სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისკენ მოუწოდებს. 

 

გარდა ამისა, სამიტის ფარგლებში შესაძლოა გაიმართოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის მოლაპარაკებები. რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა პირადად შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი