ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში იეღოვას მოწმეთა ჯგუფი დააკავეს

15 ნოემბერი, 2015 •
აზერბაიჯანში იეღოვას მოწმეთა ჯგუფი დააკავეს

პოლიციის ცნობით, იეღოვას მოწმეები ერთ-ერთ სახლში კრების ჩატარებას გეგმავდნენ.

 

დაკავებულები რელიგიურ თემთა შექმნისა და საქმიანობის წესების დარღვევაში არიან ბრალდებული. პოლიციამ მათ მიმართ პროტოკოლები შეადგინა, რომლებიც სასამართლოს გადაეგზავნება.

 

აზერბაიჯანში იეღოვას მოწმეთა თემს სახელმწიფო რეგისტრაცია არ გააჩნია, შესაბამისად, მათი საქმიანობა უკანონოა. ოფიციალური ცნობით, მათი რეგისტრაცია არ ხდება იმიტომ, რომ ისინი უარს აცხადებენ იარაღის დაკავებაზე და, შესაბამისად, ჯარში მსახურებაზე. 

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანში იეღოვას მოწმეები დააკავეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  




მასალების გადაბეჭდვის წესი