ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით გარდაბნის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

14 ნოემბერი, 2015 • 1100
ქრთამის აღების ბრალდებით გარდაბნის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გარდაბანში  უნებართვო მშენებლობის პროცესში სამსახურებრივი  მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს   ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 აშშ დოლარი.

 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი