ახალი ამბები

აფეთქებები პარიზში: ათეულობით გარდაცვლილი და ბატაკლანში აყვანილი მძევლები [განახლებადი]

14 ნოემბერი, 2015 • 1636
აფეთქებები პარიზში: ათეულობით გარდაცვლილი და ბატაკლანში აყვანილი მძევლები [განახლებადი]

BBC-ის ბოლო ინფორმაციით, პარიზში ერთდროულად მომხდარი რამდენიმე აფეთქებისას, 40-მდე ადამიანი დაიღუპა.

 

როგორც ფრანგული მედია წერს, 15-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ბატაკლანის ხელოვნების ცენტრთან, სადაც 60-მდე ადამიანი ახლაც მძევლად ჰყავთ აყვანილი.


 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ჰოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის ყველა საზღვარი დაიკეტა. პარიზის ხელისუფლებამ მოსახლეობას შინ დარჩენა სთხოვა. მთელი პარიზის მასშტაბით მობილიზებულები არიან შეარაღებული სამხედრო რაზმები.

 

ბიბისის ცნობით, ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა სტად დე ფრანსის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, აფეთქების პირველი სამიზნე იყო ბატაკლანის საკონცერტო დარბაზი.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარი შეაფასა, როგორც “უპრეცენდენტო ტერორისტული თავდასხმა.”

 

ინციდენტის დროს საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიას მასპინძლობდა ამხანაგურ მატჩში, თუმცა აფეთქებას თამაშის მსვლელობა არ შეუფერხებია და მატჩი გაგრძელდა.


 

დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ საფრანგეთს დახმარება აღუთქვეს. ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკა მზად არის საფრანგეთს ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს: “ჩვენ ვართ მობილიზებულები და ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ გავუწიოთ ნებისმიერი სახის დახმარება, რაც საფრანგეთის მთავრობასა და ხალხს დასჭირდება.”



როგორც “ელ პესი” წერს, მათი რეპორტიორი ამჟამად იმყოფება ბატაკლანთან და გაიგონა 5 ახალი აფეთქებისა და 7 ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა.



ფრანგული ახალი ამბები სააგენტო AFP წერს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე მიიტანეს იერიში.



პოლიციის მიერ ბატაკლანზე იერიშის მიტანის შედეგად ორი თავდამსხმელი დაიღუპა.



ფრანგული მედიის ცნობით, პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცენტრალურ პარიზში,  ბატაკლანის საკონცერტო ჰოლში, 100-მდე ადამიანია გარდაცვლილი.

 

 

BBC-ის ამჟამინდელი ინფორმაციით, ათეულობით ადამიანი უგზოუკვლოდაა დაკარგული და, როგორც მინიმუმ, საფრანგეთის დედაქალაქში 5 აფეთქება მოხდა.



American Airlines უარს აცხადებს პარიზის მიმართულებით ფრენაზე მანამ, სანამ არ იქნება დამატებითი ინფორმაცია “ტრაგიკულ სიტუაციასთან” დაკავშირებით.



პარიზში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 120 ადამიანს აღწევს. ვარაუდობენ, რომ 5 თავდამსხმელია მოკლული – პარიზის პროკურატურა.


 

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ბატაკლანში მივიდა და განაცხადა, რომ მათი ბრძოლა იქნება ულმობელი: “ჩვენ ვიბრძოლებთ და ეს ბრძოლა იქნება შეუბრალებელი.”

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტებში ბრალს ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” სდებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა საგანგებო კომისიასთან შეხევდრის შემდეგ გააკეთა.

 

#ParisAttack

Posted by netgazeti.ge on Saturday, November 14, 2015


ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. მიმართვაში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ჯიჰადისტურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათი მიზანია შეახსენონ საფრანგეთს, რომ ის “მთავარი სამიზნეა”. ისლამური სახლემწიფოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა პასუხია მუჰამედის შურაცხყოფასა და საფრანგეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვებზე სირიაში.

 

ისლამური სახელმწიფოს მიერ პარიზში ტერაქტების მოწყობის შესახებ აღიარების განცხადება გავრცელდა ფრანგულ და არაბულ ენებზე, ასევე აუდიო ფორმატით IS -ის მიერ შექმნილ არხებზე, ამბობს ბიბისის ექსპერტი ჯიჰადის საკითებში.

 

#parisattacks

Posted by netgazeti.ge on Saturday, November 14, 2015

 

.


მასალების გადაბეჭდვის წესი