ახალი ამბები

წულუკიანი: რუსთავი 2–ის მფლობელობაზე დავა საზოგადოებისთვის და ჩემთვის უკვე დამღლელია

13 ნოემბერი, 2015 • 1315
წულუკიანი: რუსთავი 2–ის მფლობელობაზე დავა საზოგადოებისთვის და ჩემთვის უკვე დამღლელია

“ჩემი პოზიცია არის მარტივი: ის დავა სხვადასხვა დროის მფლობელებს შორის, რუსთავი 2–ის, რომელიც მიმდინარეობს, არის ჩემთვისაც და ბევრი წევრისთვისაც საზოგადოების უკვე დამღლელი. მხარეებს მოვუწოდებ, იდავონ სასამართლოში და მოგვცენ საშუალება ჩვენ ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ. მათი დავა მათი დავაა, სასამართლო თავისუფალია და დაელოდონ დავის შედეგებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ამ დავის რეჟიმში, ჩვენ – სახელმწიფოს, მთავრობას, საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს ბევრი სხვა საქმე,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.   

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 3 ნოემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე და წილების 100% ხალვაშს მიაკუთვნა. 5 ნოემბრის განჩინებით კი, ამავე მოსამართლემ  5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. თუმცა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 12 ნოემბირის განჩინებით, უფლებამოსილებები დროებით კვლავ გვარამიასა და დამენიას აღუდგათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი