ახალი ამბები

ცენტრალური მაგისტრალი ზესტაფონი – ქუთაისის მიმართულებით კვლავ გადაკეტილია

13 ნოემბერი, 2015 • 1031
ცენტრალური მაგისტრალი ზესტაფონი – ქუთაისის მიმართულებით კვლავ გადაკეტილია

ამ დროისათვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობთ, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, სადაც გზა იყო დაზიანებული, ღამის განმავლობაში ჩალაგებული წყალგამტარი მილების წალეკვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახდა მათი დემონტაჟი, შეფერხდა შედუღაბების სამუშაოებიც. თავიდან გადაირეცხა და დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. დილიდან კი დაიწყო განმეორებითი სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოებიც განახლდა. კერძოდ, იწმინდება მდინარის კალაპოტი და თავიდან ეწყობა წყალგამტარი მილები.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ავოტორანსპორტის მოძრაობა მოკლე ვადებში იქნება აღდგენილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მდინარე ჩხარაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო
სარეაბილიტაციო სამუშაოები მდინარე ჩხარაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი