ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, Google-მა მიმდინარე კვირაში შექმნა საიტი “About Me”. პორტალზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ვის შეუძლია გაეცნოს თქვენს ისეთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა საკონტაქტო მონაცემები, სამუშაო გამოცდილება, განათლება და ყველა სხვა სახის მონაცემი, რომელიც კი წლების განმავლობაში Google-ისთვის გაგიზიარებიათ.
ვებგვერდზე ასევე მოცემულია Privacy Checkup-ის ბმული, სადაც Google-თან დაკავშირებული გამოცდილების კონტროლი შეგიძლიათ. საუბარია იმაზე, აძლევთ თუ არა Google-ს უფლებას შეინახოს თქვენ მიერ კომპანიის სხვდასხვა სისტემაში განხორციელებული ძებნის ისტორია, მათ შორის Youtbe-ზე.
