ახალი ამბები

ანონსი – 13 ნოემბერი

13 ნოემბერი, 2015 •
ანონსი – 13 ნოემბერი

10:00 სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციური კოდექსის გასაცნობად საქართველოში 7 ქვეყნის დელეგაციები ჩამოვლენ. დელეგაციის წევრები „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს“ გაეცნობიან საერთაშორისო კონფერენციაზე − „მართლმსაჯულება ბავშვებისათვის“ საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კონფერენციის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დამსწრეებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მთავარ პრინციპებს გააცნობს.

 

11:00 “პირველ პრესკლუბში” ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: ერევა თუ არა ხელისუფლება რუსთავის 2-ის დავაში; შუალედური არჩევნების მოკლე ანალიზი; შენიშვნები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


11:00 “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის გ ა ნ რ ი გ ი


11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.  თემა: პეკინის № 23-ში საბავშვო ბაღის აღდგენის ინიციატივით თბილისის მთავრობისადმი მიმართვა. მის : თავისუფლების მოედანი N2

 

11:00 საათზე თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი გუდიაშვილის მოედანის არეალში მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებენ. მის: გუდიაშვილის მოედანი, 14 ნომბერი,11 საათი. საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82


11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან გუნავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პენსიონერების მდგომარეობა საქართველოში


11:00  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას  გამართავს.  თემა:  „C ჰეპატიტის“ პროექტის მიმდინარეობა, შედეგები და შემდგომი ეტაპი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა599726565.

 

11:30  “პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ბრიფინგს გამართავს. ისაუბრებს პარლამენტის უარზე ინტერპარტიული კომისიის შექმნაზე და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22



12:00  “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


12:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძე საზოგადოებას სამი წლისანგარიშს წარუდგენს. ადგილი: ექსპო-ჯორჯია III პავილიონი მის.: წერეთლის გამზირი  168


12:30 თბილისის მერი დავით ნარმანია ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ მსოფლიოს მე-13 ჩემპიონატის გახსნას დაესწრება. მის.: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, სასტუმრო Hualing Tbilisi-ს სააქტო დარბაზი. საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 141 151

 

13:00  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა.  მის : თავისუფლების მოედანი N2

 

14:00  თბილისის მერი დავით ნარმანია გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას. მის : დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N5. N197 საბავშო ბაგა-ბაღი. საკონტაქტო პირი: ლილე ხმალაძე – 599 270 646


14:00 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, რიგით ოცდამეექვსე  საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება. ახლადაშენებული საზოგადოებრივ ცენტრს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. საზეიმო გახსნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

16:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძის შეხვედრა ადვოკატთან, გიორგი ფოფხაძესთან და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელთან, მელიტონ ბენიძესთან. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი. 

 

19:00 აგრარული უნივერსიტეტის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში შედგება კახა ბენდუქიძის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა – კახა ბენდუქიძე საქართველოში – 2004-2014. 13 ნოემბერს კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდება. დასწრება თავისუფალია.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი