ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ რუსთავი 2–ის საქმეზე სამართლის სპეციალისტს მოუსმენს

12 ნოემბერი, 2015 • 1122
საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ რუსთავი 2–ის საქმეზე  სამართლის სპეციალისტს მოუსმენს

სამართლის სპეციალისტის მოწვევის შუამდგომლობა პარლამენტის მხარემ დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.


განმწესრიგებელი სხდომა ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 12:00 საათზე გაგრძელდება. განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ გახდებს ცნობილი, მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში ტელეკომპანია საქართველოს სარჩელს. 

 

განმწესრიგებელი სხდომა 11 ნოემბერს დაიწყო, სადაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარლამენტის შუამდგომლობა კოლეგიის მოსამართლეების – მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილების შესახებ. 

 

ამ საქმეზე მოსარჩელე, ტელეკომპანია საქართველო ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის 21-ე, 24-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. სწორედ ამ ნორმების საფუძველზე გამოიტანა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 5 ნოემბერს განჩინება რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი