ახალი ამბები

“თავისუფალი ზონის” სამ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუტოვა

12 ნოემბერი, 2015 • 1155
“თავისუფალი ზონის” სამ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუტოვა

ეს პირები ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან რუსთავი 2–ის მხარდამჭერ აქციაზე 3 ოქტომბერს დააკავეს და მათ ბრალად პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფანიძისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ედებათ. 5 ოქტომბერს მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლით აქვთ წაყენებული.

 

“5 ოქტომბერს წინასწარი 2–თვიანი პატიმრობა იყო მისჯილი იმ დასკვნის საფუძველზე, რომ ბრალდებულებს არ მოეხდინათ ზეგავლენა მოწმეებზე და საქმის გამოძიება წარმართულიყო ობიექტურად. უკვე საქმის მტკიცებულებებში ყველა მოწმის მტკიცებულაბაა ჩადებული, ყველა მოწმე დაკითხულია, აქედან გამომდინარე, უკვე ეს მოტივაციაც აღარ გამოდგებოდა ამ ბიჭების წინასწარ პატიმრობაში დასატოვებლად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიღო სასამარცხვინო და უსამართლო გადაწყვეტილება,”– ამბობს გია თევდორაშვილი ნეტგაზეთთან.

 

მისივე განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სასამართლო “ბიძინა ივანიშვილის ტყვეა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი