როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტირების ეტაპი უკვე დასრულდა და დღეს, 12 ნოემბერს სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე ტენდერი გამოცხადდა.
“ტენდერის საერთო ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს და თბილისელებს მაღალი ხარისხის, სრულიად დაცული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაგირო გზა შესთავაზოს. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში გარემონტდება ორივე (ქვედა და ზედა) შენობა, დამონტაჟდება ახალი გონდოლებისა და საბაგირო გზის მართვის პულტის სისტემა, მთლიანად შეიცვლება გამწევი ბაგირი, ასევე, ახალი საბაგირო გზა სრულიად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
როგორც უწყებაში განამრტავენ, კუს ტბის საბაგირო გზა ზაფხულის პერიოდში მნიშვნელოვნად შეამცირებს მოძრაობას კუს ტბის საავტომობილო გზაზე, რამაც აღნიშნული და მიმდებარე გზები უნდა განტვირთოს.