”ნეტგაზეთს” სააგენტოში განუცხადეს, რომ 14 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუმჯობესებას დაიწყებს. შესაძლოა საქართველოს ზოგიერთ ადგილას უამინდობა შენარჩუნდეს, თუმცა განსაკუთრებული უამინდობა აღარ იქნება.
სააგენტოც ცნობით, აჭარაში ინტენსიური წვიმები არ იქნება, თუმცა ნალექი მაინც მოვა, როგორც ეს იყო გუშინ. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქარი დღეს იქროლებს და საღამოკენ თანდათანობით შესუსტდება.







