ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი ცხინვალის ევრაზიულ კავშირში შესვლის პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს

12 ნოემბერი, 2015 •
მოსკოვი ცხინვალის ევრაზიულ კავშირში შესვლის პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს

“ეს ნაბიჯი ფართო შესაძლებლობებს გახსნის შრომის ბაზრის, მომსახურების, ფინანსებისა და ვაჭრობის სფეროებში”.

 

მისივე თქმით, ევრაზიულ კავშირში შესვლა დამატებით შესაძლებლობებს მისცემს სამხრეთ ოსეთს, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ მიმდინარე წელს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც, მისი განმარტებით, არსებითად ცვლის რუსულ-ოსური ურთიერთობების განვითარების ვექტორს. 

 

“თუმცა სრულმასშტაბიანი ინტეგრაციისთვის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მინიმუმ საჭიროა რუსეთის გარდა კავშირის სხვა სახელმწიფოების მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი აღიარება შედგება და სამხრეთ ოსეთს ახალ, უნიკალურ საინტეგრაციო სივრცეში გზას გაუხსნის”, – ამბობს რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენელი

 

გარდა ამისა, როგორც მოსკალკოვა ამბობს, ეკონომიკურ სფეროში რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ეფექტური თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პრობლემის გადაჭრა, რამდენადაც არსებული ერთადერთი გზა, რომელიც ვლადიკავკაზსა და ცხინვალს აკავშირებს, სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდის საშუალებას არ იძლევა. 

 

“აქცენტი, ჩემი აზრით, დღეს უნდა გაკეთდეს მცირე ავიაციის განვითარებაზე. ეს საშუალებას მოგვცემდა გადაგვეწყვიტა ჰუმანიტარული სფეროს საკითხები, მათ შორის- სამხრეთ ოსეთის დასახლებული პუნქტებიდან ვლადიკავკაზის სამედიცინო დაწესებულებებში სასწრაფო ტრანსპორტირების საკითხი”. 
 
 
“სამხრეთ ოსეთი საკუთარ თავს ევრაზიული სივრცის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის პერსპექტივას ხედავს”, – აცხადებს თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი. 

 

 მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი