როგორც ნეტგაზეთს კლინიკის თანამშრომელმა, მანანა ფანქველაშვილმა განაცხადა, საუბარია სექტემბრის ხელფასზე, რომელიც მიმდინარე თვის 10 რიცხვში უნდა დარიცხვოდათ ექიმებს.
ექიმებისთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ ვერ მიიღეს ამ დრომდე ორი თვის ხელფასი.
კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ხელფასების დაგვიანების მიზეზზე და ამის გამო ვინმეს ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებს.
“დაახლოებით 50-მდე თანამშრომელია გაფიცული, ვინც დღეს არ მუშაობდა. სხვა დანარჩენები, მათ შორის ემერჯენსის, გადაუდებელი განყოფილების თანამშრომლები, ყველა, ვინც დღეს პაციენტებთან უნდა ყოფილიყო, მუშაობს”, – ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მულტიპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ჰოსპიტალიზებული ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი.