ახალი ამბები

საქველმოქმედო ონლაინ-კამპანია ომარ როდონაიას მხარდასაჭერად

12 ნოემბერი, 2015 •
საქველმოქმედო ონლაინ-კამპანია ომარ როდონაიას მხარდასაჭერად

ომარ როდონაია ბათუმში ცხოვრობს. ის არის შშმ პირი და უკვე ექვსი წელია ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს შესაბამისი საყოფაცხოვრებო პიორბების გარეშე. მას არ აქვს აბაზანა, რომელიც პირობებთან შესაბამისობაში იქნება. ის თავშესაფარშია გაზრდილი და არ ჰყავს ნათესავები, რომლებიც დაეხმარებიან. ის ცხოვრობს 50-ლარზე, რომელსაც სახელმწიფოსაგან იღებს”, – ვკითხულობთ საიტზე მოცემულ განცხადებაში.


ამ დროისთვის (11:15 საათი) მხოლოდ ოთხმა ადამიანმა მიიღო ქველმოქმედებაში მონაიწლოება და სულ 80 ფუნტია შეგროვებული. განმცხადებელი ამბობს, რომ მიზანი 5000 ფუნტის შეგროვებაა. აღსანიშნავია, რომ თანხის გადარიცხვა მხოლოდ Paypal-ის მეშვეობითაა შესაძლებელი. განცხადების ავტორი ნინო გამისონია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ვებგვერდმა გადარიცხვის სხვა სისტემის მითითების საშუალება არ მისცა.


ომარ როდონაიას შესახებ ინფორმაცია გაზეთმა “ბათუმელებმა” გაავრცელა მიმდინარე კვირაში.


„ჩემს გაუსაძლის მდგომარეობაზე გიამბობთ, რაშიც მიწევს ცხოვრება. ძნელია ყველაფერი მოგიყვეთ, მაგრამ მოთმინებას და გაურკვევლობასაც თავისი ზღვარი აქვს. სამართალი აღარ არსებობს?! 21-ე საუკუნეში არაადამიანურ მდგომარეობაში მიწევს ცხოვრება. ადგილი, სადაც ვცხოვრობ, ძროხის სადგომს ჰგავს. ორივე მუხლზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ამის გამო სოფლის საპირფარეშოს მსგავს შენობაში ვერ დავდივარ და ბუნებრივ მოთხოვნილებას ბოთლში ან ცელოფნის პარკში ვიკმაყოფილებ. ვიცი, მძიმე წასაკითხია, მაგრამ ჩემი რეალობა ასეთია, წლებია ასე მიწევს ცხოვრება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ, ფაქტიურად გავნადგურდი ადამიანი. დევნილი ვარ, ყოველ დღე მესმის რადიოთი, რამდენი ბინა გაიცა. ხომ შეიძლებოდა ერთი მცირე ზომის ბინა ჩემთვისაც მოეცათ. ყოველ ღამე ვზივარ და ვტირი. ალბათ კიდევ არსებობენ გულისხმიერი ადამიანები, წაიკითხავენ ამ წერილს და დამიკავშირდებიან. იქნებ წლის ბოლომდე მეც მეშველოს და ახალ წელს ახალ სახლში შევხვდე. სიტყვები არ მყოფნის ჩემი მდგომარეობის აღსაწერად, მრცხვენია ასე რომ ვარ, გაითვალისწინეთ ჩემი საცოდავი მდგომარეობა.“ – ეს წერილი გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაში ომარ როდონაიამ მოიტანა.


ომარ როდონაია
ომარ როდონაია

მასალების გადაბეჭდვის წესი