ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგან ჩაქვში მცხოვრები ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. გამგებლის ინფორმაციით, უამინდობის დროს ხის სახლი მთლიანად დაინგრა. შიგნით მყოფებმა მიიღეს დაჟეჟილობები, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის შინ არიან გაწერილები და თავს მეზობლებსა და ნათესავებს აფარებენ.
ქობულეთის გამგებელი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის, დაეხმარება თუ არა სახელმწიფო დაზარალებულ ოჯახს, რადგან სახლი, რომელიც ჩამოინგრა, თვითნებურად აშენებული იყო და სამართლებრივად მასზე საკუთრების უფლება დაზარალებულებს არ გააჩნდათ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ საკითხის შესწავლას გეგმავენ.