მთავრობის ცნობით, თანაინვესტირების ფონდი საქართველოში ამ ეტაპისთვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს და პროექტების უმრავლესობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.
ესენია: ჰიდროელექტროსადგური მტკვარიჰესი; ცხენისწყლისა და ონის ჰესების კასკადი; რძის ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო; გალერეა თბილისი; სასტუმრო და გამაჯანსაღებელი ცენტრი შეკვეთილში; პანორამა თბილისი; სასტუმრო Axis Towers; მაღალი დონის კომპიუტერული მონაცემთა ცენტრი.
