მეჯინისწყლის დასახლებაში რამდენიმე ადგილას ქარმა ევკალიპტის ხეები დაგლიჯა. ხელვაჩაურში კი ძლიერი წვიმის შემდეგ მეწყერი ჩამოწვა სოფელ ერგისა და ახალშენის გზაზე. ხელვაჩაურის გამგებლის თანაშემწის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხელვაჩაურში ელეტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, ამ წუთებში ელეტროენერგია მხოლოდ მაჭახლის ხეობის სოფლებს არ მიეწოდებათ.