10:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თემაზე: „Microsoft–ის ინოვაციები უმაღლეს განათლებაში 2015“-ს კონფერენციას გახსნის. ადგილი: რედისონ ბლუ ივერია;
10:00 – Holiday Inn-ში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი “მმართველობა განვითარებისათვის” (USAID G4G) ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტთან (ISET) პარტნიორობით, გამართავს საჯარო დისკუსიას წყლის რესურსების მართვის თემაზე;
10:30 – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, ქუთაისი, დარბაზი N302;
10:30 – საქართველოს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის პრობლემა საქართველოში – როგორ უნდა მოგვარდეს და რა ელის ძალადობის მსხვერპლს, როცა თავშესაფრები გადავსებულია. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;
11:00 – პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, ქუთაისი, დარბაზი N306;
11:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის წევრი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერეცნიას გამართავს. თემა: თბილისის მერიის ბიუჯეტი, რუსთავი 2;
11:30 – ხათუნა ლაგაზიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებული სასამართლო პროცესები; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საფრთხე; საარჩევნო გარემო; საპრეზიდენტო რეზიდენციის თემა და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები;
11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანეტბის“ წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა;
12:00 – „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას ბრიფინგი;
12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსთავი2-ს გარშემო განვითარებული მოვლენები;
12:00 – “პირველ პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული გამოწვევები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22;
12:30 –საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლოგისტიკაში ქართულ–გერმანულ ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა გახსნის, რომელიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პირველი ევროპული დონის ლოგისტიკის უმაღლეს სწავლებას წამოადგენს. ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი;
12:45 – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი “ფრონტლაინ ჯორჯიას” სადისკუსიო კლუბში დისკუსიას გამართავს. თემა: საგნის “მე და საზოგადოება” სტანდარტი და მის გარშემო შექმნილი ვითარება;
13:00 – “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.
14:00 – წიგნის – “მოგზაურობა ოლიმპეთში” პრეზენტაცია, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები, მარტვილის რაიონი, სოფელი სალხინო;
15:00 – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, ქუთაისი, დარბაზი N301;