ახალი ამბები

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს სპეციალურ წარმომადგენლად მაგდალენა გრონო დაინიშნა

18 ივლისი, 2024 •
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს სპეციალურ წარმომადგენლად მაგდალენა გრონო დაინიშნა

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გორონო დაამტკიცა. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უფროსი დიპლომატიური მრჩეველია.

ინფორმაცია გრონოს დანიშვნის შესახებ ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ X-ით გაავრცელა.

მაგდალენა გრონო ამ პოზიციაზე ესტონელ დიპლომატ ტოივო კლარს შეცვლის.

მაგდალენა გრონო წლების განმავლობაში მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში, ის კარგად იცნობს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი