პროკურატურის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სასჯელად, აღნიშნული მუხლის დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რო აღნიშნული საქმის გამოძიებით პროკურატურამ დაკავდა, რადგან მასში შსს-ს მაღალჩინოსანი ფიგურირებს. საქმის სხვა დეტალებზე შსს და პროკურატურა გამოძიების დასრულებამდე არ საუბრობენ.
პოლიციის მაღალჩინოსანს მოქალაქე ლადი ელიკაშვილი ცემაში ადანაშაულებს. ელიკაშვილმა ”კახეთის საინფორმციო ცენტრს” უთხრა, რომ 2015 წლის 29 ოქტომბერს გურჯანიის სამხარეო პლიციაში დააკავებული მიიიყვანეს და იქ სცემეს პოლიციის უფროსმა და პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა.
”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ცნობით, ელიკაშვილს ქალა ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა დაემართა, ასევე ჩაემტვრა წინა ორი კბილი.