ახალი ამბები

დაჭრილი სამხედროები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდნენ

11 ნოემბერი, 2015 • • 1171
დაჭრილი სამხედროები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდნენ

პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო მისიებსა თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროების საშემოსავლო გადასახადების ვალდებულებისგან გათავისუფლებას.

 

კანონპროექტის თანახმად დაწესდება საგადასახადო შეღავათი, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადით დაშავებული სამხედროების მიერ წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი არ დაიბეგრება.

 

“ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე, დაჭრილ სამხედროებს ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია ესაჭიროებათ. ეს მათ ფინანსურ შესაძლებლობებთან პირდაპირ კავშირშია. ჯარისკაცები 90 თვის განმავლობაში სამკურნალო შვებულებაში იმყოფებიან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სამედიცინო კომისიას გაივლიან და მათ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი მიენიჭებათ. ეს კი ავტომატურად გახდება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საფუძველი.”

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა

მასალების გადაბეჭდვის წესი