ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ.
საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.