ახალი ამბები

დავით ნარმანია: ოპოზიციამ რა იცის, რა არის ბიუჯეტი

11 ნოემბერი, 2015 •
დავით ნარმანია: ოპოზიციამ რა იცის, რა არის ბიუჯეტი

“ოპოზიციამ რა იცის, რა არის ბიუჯეტი, საერთოდ, ბიუჯეტის მუხლებს შორის სად, რა, როგორ უნდა გადაიტანონ არ იციან და ოპოზიციის რეკომენდაციები ვინ რაში უნდა გაითვალისწინოს,”– განაცხადა მან.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბიუჯეტში სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდა და ასევე, რატომ არის შეუსაბამო ხელფასები და სახელფასო დანამატები მერიაში, ნარმანიამ უპასუხა, რომ ოპოზიციამ თავის თავს მიხედოს. 

 

“თავის თავს მიხედონ, მათი გადასაწყვეტი არ არის, ვის, სად, რა ექნება და როგორ ექნება. არ არის ჩემთვის საინტერესო, რას ამბობს ოპოზიცია. მოქალაქეებისთვის თუ რამე იქნება საინტერესო, მოქალაქეებს გავცემთ პასუხს,”– განაცხადა ნარმანიამ. 


საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ალიბეგაშვილის განცხადებით, ბიუჯეტთან დაკავშირებით წინასწარი შეკრება მუნიციპალურ საბჭოს უკვე ჰქონდა. ის იმედოვნებს, რომ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება მიიღწევა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი