ახალი ამბები

ანტიკორუფციული სააგენტო: ქსნის N15 დაწესებულების თანამშრომელმა ქრთამის სახით 7000 ლარი აიღო

11 ნოემბერი, 2015 •
ანტიკორუფციული სააგენტო: ქსნის N15 დაწესებულების თანამშრომელმა ქრთამის სახით 7000 ლარი აიღო

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ნოზაძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 15-ე დაწესებულებაში, შემდგომში პატიმრისთვის გადასაცემად, შეიტანდა მობილური ტელეფონის სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 7000 ლარი,” – აღნიშნულია სუს–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამსახური ავრცელებს ქრთამის აღების ამსახველ ვიდეომასალას:

 

 

ანტიკორუფციულმა სააგენტომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამ…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15-ე დაწესებულების რეჟიმის ცვლის კონტროლიორი გოჩა ნოზაძე დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ნოზაძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 15-ე დაწესებულებაში, შემდგომში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 7000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან 9 წლამდე ითვალისწინებს).გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.Anti-corruption Agency Detained employee of the penitentiary institution on the fact of bribery The officers of Anti-corruption Agency under the State Security Service of Georgia alongside employees of the Ministry of Correction, detained Gocha Nozadze, shift officer of №15th penitentiary facility under Corrections Department of the Ministry of Corrections of Georgia. Investigation established, that Gocha Nozadze, while fulfilling his official duties, promised a citizen to hand a sim card to the prisoner in the 15th penitentiary facility under Corrections Department of the Ministry of Corrections of Georgia. Gocha Nozadze demanded and received 7000 GEL as a bribe. Investigation is in progress on the fact of bribery (Article 338, part I, of the Criminal Code of Georgia, which envisages from 6 to 9 years of imprisonment). Investigation is carried out by Anti-corruption Agency under the State Security Service of Georgia.

Posted by სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia on Tuesday, November 10, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი