“ჯერ ერთი მე ასჯერ გადავახვიე და ასე ვერ წავიკითხე, მეორეც ფრიდომ ჰაუსი ჰქვია თუ ფრიდონ ჰაუსი, თუ ეს არის ამაში მთავარი და არა ის, რომ მე მთლიანად ნეგატიურად შევაფასე ამ ორგანიზაციის განცხადება… თუ ეს არ იყო მთავარი და ვიღაცას უნდა რომ წერა-კითხვის უცოდინრად გამომიყვანოს, არ მიტრაბახია, მაგრამ შევახსენებ, კომაროვი ხუთებზე მაქვს დამთავრებული, უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე და მეორეადი ფაკულეტეტიც ასევე. ასე რომ, ვიღაცას ორი წიგნი რომ არ აქვს წაკითხული და ჩასაფრებულებია, საიდან ამოგლიჯოს ერთი ასო და ამით შაყირი დაიწყოს, ჯობია თავის განათლებას მიხედოს”, – განაცხადა მეჭიაურმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში.
Freedom House-ის საერთაშორისო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტი, რობერტ ჰერმანი, რუსთავი 2–ის გარეშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს მედიაში ჩარევა.
სწორედ ზემოხსენებული განცხადება გააკრიტიკა თამაზ მეჭიაურმა.