ახალი ამბები

ჯავახიშვილი რუსთავი 2–ს: თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება თქვენი დამფუძნებელი?

10 ნოემბერი, 2015 •
ჯავახიშვილი რუსთავი 2–ს: თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება თქვენი დამფუძნებელი?

“ფედერიკა მოგერინი და ყველა, მათ შორის, ნოდარ ჯავახიშვილიც, სულ ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება. სად არის აქ წინააღდმეგობა, ვერ გავიგე, ჩემს ნათქვამსა და ქალბატონის ნათქვამს შორის? მე უბრალოდ გამუდმებით ვამბობ, აქ არ არის ლაპარაკი სიტყვის თავისუფლების და ეს თქვენ, რუსთვი 2–ის ჟურნალისტები და ხელმძღვანელობა აკეთებთ ამის შესაბამის შეფერვას. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება თქვენი დამფუძნებელი, ბასილაშვილი იქნება, ჯავახიშვილი თუ პეტრიაშვილი, რა ეშლება სიტყვის თავისუფლებას მაგით?”

 

ნოდარ ჯავახიშვილი
ნოდარ ჯავახიშვილი

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ დღეს პრემიერ–მინისტრთან ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა, რომ საქართველომ არ უნდა დაარღვიოს მნიშვნელოვანი ჩარჩოები, როგორებიც არის მედიაპლურალიზმი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კანონის პატივისცემა. 
 
 
 
“ქართველებს და იტალიელებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ემოციები პოლიტიკაში, მაგრამ ემოციების გარდა, არსებობს ჩარჩოები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება – ეს გახლავთ მედიაპლიურალიზმი, კანონის უზენაესობის პატივისცემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეიკაოს თავი ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ნამდვილად არ იქნება სასარგებლო საქართველოს საზოგადოებისთვის და კონსტრუქციულად იმოქმედონ ამ პროცესის ჩარჩოებში,” – განაცხადა მოგერინიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი