აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დოლანდ ტრამპა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიმს დეივიდ ვანსი დაასახელა.
“ხანგრძლივი განხილვებისა და ფიქრის შემდეგ, ბევრი სხვა ადამიანის დიდი ტალანტისა გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ვიცე-პრეზიდენტობისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატია სენატორი ჯეიმს დეივიდ ვანსი ოჰაიოს შტატიდან”, – განაცხადა ტრამპმა.
39 წლის ვანსი ოჰაიოს შტატის სენატორია. ის რესპუბლიკური პარტიის წევრია, თუმცა წლების წინ ტრამპის აქტიური კრიტიკოსი იყო.
“39 წლის ვანსი ტრამპის მკაცრი კრიტიკოსი იყო 2016 წელს, შემდეგ ის გახდა პრეზიდენტის მტკიცე დამცველი, ეთანხმებოდა რა მის ცრუ პრეტენზიებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ”, – წერს Reuters ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ.
ვანსი ყოფილი სამხედროა – მსახურობდა საზღვაო ფლოტში. მოგვიანებით, მან დაასრულა იელის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
აშშ-ს დროით 13 ივლისს, ნაშუადღევს, პენსილვანიის ქალაქ ბატლერში, ამომრჩეველთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკვლა სცადეს. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ცნობით, რომელიც ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს იცავს, სროლის შედეგად მოკლულია ტრამპის შეხვედრის ერთი მონაწილე, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
გარდა ამისა, მოკლულია თავდამსხმელი – 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი. არსებული ინფორმაციით, კრუქსმა ტრამპს, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას მართავდა, მიმდებარე შენობის სახურავიდან ესროლა. FBI-ს განცხადებით, შენობა დაცვის არეალს მიღმა იყო, თუმცა საიდუმლო სერვისის თანამშრომლებმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს.